Home New- Ka

Booksgiant-ი არის მარტივი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ციფრული წიგნების შექმნა. სისტემა ეხმარება ბავშვს საკუთარი თავის გამოხატვაში, ხოლო მისი ცნობისმოყვარეობა ხელს უწყობს ლინგვისტური საფუძვლების განვითარებასა და ინეტერესით სწავლას.

რატომ BOOKSGIANT-ი?

ენების შესწავლა

მეტწილად სისტემა შექმნილია მშობლიური ენისთვის, თუმცა ჩანაწერისა და სამუშაო რვეულების შექმნის წყალობით მეორე და მესამე ენის შესწავლაში დახმარების შესაძლებლობასაც იძლევა. რაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, როგორც მშობლიური ენის, ასევე სხვა უცხო ენების შესასწავლად. ენის შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი არის მოთხრობა. სისტემა ანვითარებს ბავშვის უნარს ისწავლოს და წერის დროს სწორად გამოიყენოს სამეტყველო ენაში არსებული წესები, ამასთანავე, პასუხისმგებლიან პირს (პროფესიონალი ან გამოცდილი მშობელი) შეუძლია წინ წამოსწიოს ბავშვის წერითი უნარები და შეაქოს ის. ამ მეთოდით წერისა და კითხვის დროს ფართოდ გამოიყენება სალაპარაკო ენა, რაც უფრო ამდიდრებს მარაგს და პროცესს შინაარსიანს ხდის. ჩვენ ვიცით, რომ კითხვა და წერა ავსებს ერთმანეთს. კითხვა გზას უხსნის მკითხველის იდეებს და წერის კონტროლის საშუალებას იძლევა. ამ პროცესში გამოიყენება ცოდნის სხვადასხვა თემები: მსოფლიოს, ენათა სისტემის, კომუნიკაციური სიტუაციებისა და ტექსტის სხვადასხვა ტიპის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი სწავლის პროცესი. პროგრესთან ერთად ბავშვები ხდებიან სხვადასხვა სახის ტექსტების მეტად კრიტიკული მკითხველები თუ მწერლები. მათ შორის საკუთარი ტექსტის და ამასთანავე, აფართოებენ საკომუნიკაციო დიალოგებსა და სიტყვათა მარაგს.

დისტანციური სწავლება - დავალებების მართვა და კომუნიკაციები

პროგრამაში ჩანერგილია სწავლების მართვის ინსტრუმენტები: დავალებების გაგზავნა, მათზე თვალყურის დევნება, უკუკავშირის სისტემა და ბავშვების წახალისება. ასევე, ბავშვსა და მასწავლებელს შორის არსებობს კომუნიკაცია - ჩეთის სახით. ბავშვებისთვის - ბავშვი დავალებას იღებს ჩეთის მეშვეობით და მასზე მუშაობას იწყებს Tab ღილაკზე ხელის დაჭერით. დავალების დასრულების შემდეგ ბავშმა შესაძლოა მიიღოს გამოხმაურება ან მედალი, რაც დაემატება მის მიერ მიღებულ მედლებს და ეს გაუზრდის სწავლისა და დავალებების დროულად შესრულების მოტივაციას.

კრეატიულობა

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანი არის შემოქმედი და თითოეულ ბავშვს შეუძლია თავისი ყოვლისმომცველი ფანტაზია შთამბეჭდავ სიუჟეტად აქციოს. ამ პლატფორმის საშუალებით ბავშვს შეუძლია ისწავლოს, როგორ გამოიყენოს მდიდარი ფანტაზია, შეისწავლოს ენობრივი საფუძვლები, შეძლოს მათი თავმოყრა და წიგნად გადაქცევა, რაც მისი შემოქმედებისა და წარმოსახვის ნაყოფი იქნება. ბავშვს შეუძლია გამოიყენოს სახატავი ინსტრუმენტები, საილუსტრაციო ბიბლიოთეკები, ფონები და რა თქმა უნდა ტექსტის რედაქტორი. შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება ბავშვს შემატებს თავდაჯერებულობას და დაეხმარება თვითგამოხატვისა და ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი უნარების შეძენაში.

წერის შიშის დაძლევა

პლატფორმა ქმნის დაცულ სივრცეს, სადაც ბავშვს შეუძლია გააზიაროს ან არ გააზიაროს საკუთარი ქმნილება, ან სურვილისამებრ, უბრალოდ დაათვალიერებინოს სხვებს. დაცული სივრცე საშუალებას აძლევს ბავშვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი, ვინაიდან გაცნობიერებული აქვს, რომ მის ნამუშევარს სხვები ვერ ხედავენ. ამასთანავე, პლატფორმას გააჩნია დამხმარე საშუალებები, რომლებიც ეხმარება შთამბეჭდავი სიუჟეტების შექმნაში. უმეტესწილად, ბავშვები ამაყობენ საკუთარი ქმნილებებით და იღებენ გადაწყვეტილებას აჩვენონ ის მასწავლებელს/მშობელს /კლასელებს. პირველ ჯერზე, ზოგიერთ ბავშვს გაუჭირდება გაზიარება, მაგრამ მას შემდეგ, რაც იპოვნიან ძალას და გაბედავენ, ისინი გადალახავენ წერის შიშს და ამით შეძლებენ გააუმჯობესონ სწავლებისა და თვითგამოხატვის უნარ-ჩვევები.

წიგნების გაზირება

ძნელია იმის ახსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი გაზიარება. გაზიარება ბავშვის თავდაჯერებულობის ჩამოყალიბების საუკეთესო გზაა. წიგნის ჩვენებით ბავშვი ხდება უფრო ძლიერი და უმუშავდება თვითკრიტიკის მექანიზმი. ბავშვს შეუძლია მისი წიგნი გაუზიაროს კლასელებს, მასწავლებელსა და ოჯახის წევრებს წიგნის ბმულის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით. გაზიარების ეს მეთოდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებელთათვის. მასწავლებლისთვის - მასწავლებელს შეუძლია წიგნი გააზიაროს საჯარო ბიბლიოთეკაში, მთელს სკოლაში და ფაქტიურად ყველას, ვისაც აქვს წიგნის ბმული შეუძლია ნახოს ის სხვა წიგნებთან ერთად, რომლის გაზიარებაც მასწავლებლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მასწავლებელს შეუძლია შეაქოს ბავშვის ნამუშევარი და პროგრესი დაანახოს როგორც მას, ასევე, მის მეგობრებსა და კოლეგებს.

წერა, როგორც შინაგანი გრძნობების გადმოცემის საშუალება

წერა, შინაგანი სტრესიისგან განთავისუფლების ერთ-ერთი ცნობილი ხერხია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრული ადამიანებისთვის. როდესაც ბავშვს რაღაც აწუხებს, მას ეს წუხილი გადააქვს ნაწერში და ამით ერთგვარ შვებას განიცდის. ამასთანავე, ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელსა თუ მშობელს, რომ უკეთ დაინახოს ბავშვის პრობლემა გაცილებით მარტივი და კომფორტული გზით, ვიდრე საუბარია. მრავალწლიანი გამოცდილებიდან ჩანს, რომ Booksgiant-ის სისტემა ბევრ ბავშვს დაეხმარა პირადი პრობლემების მოგვარებაში. ნებისმიერ საჭირბოროტო საკითზე წერის შესაძლებლობა ბავშვს საშუალებას აძლევს გადმოსცეს და წარმართოს საკუთარი სირთულეები და პრობლემები. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მათ ემოციის გამოხატვაში.

ავტორთა წიგნების ბიბლიოთეკა

წელს ჩვენ შევქმენით ავტორთა ბიბლიოთეკა, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი კლასის ბიბლიოთეკას. აღნიშნული წიგნების წაკითხვა ხდება მთხრობელის მიერ, ხოლო ბავშვი მიჰყვება წაკითხულ ტექსტს - ანუ ტექსტის კითხვის დროს მიმდინარე ტექსტი გამოკვეთილია და ბავშვს შეუძლია თვალი ადევნოს მას, რაც მნიშვნელოვანია კითხვის უნარების შეძენის პროცესში, რადგანაც ბავშვს შეუძლია წარმოიგდინოს სიტყვათა სტრუქტურა, შეისწავლოს ენის ფონოლოგიის, მორფოლოგიისა და მართლწერის წესები. ეს წიგნები იდეალურია, როგორც სასწავლო, ასევე პირველი მოსმენითი სავარჯიშოებისა და ბავშვების შთაგონებისთვის საკუთარი მოთხობების წერის დროს. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს დავალება წასაკითხად და შესრულების შემდეგ სთხოვოთ წაკითხული ტექსტის საფუძველზე თავად შექმნას წიგნი. ჩვენ გამუდმებით ვამატებთ ახალ წიგნებს სისტემაში.

წიგნების შექმნა

ჩვენს კლიენტებს შორის…

Booksgiant-ს უკვე შემოუერთდა ასობით სკოლა მსოფლიოს მასშტაბით. გასული სასწავლო წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტმა ბავშვმა გამოიყენა ის. Booksgiant-ში დაიწერა რამოდენიმე ათასი წიგნი.

სანიმუშო წიგნები

პროექტები

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 3 შესაძლო პაკეტი:

ოჯახური პაკეტი

1 მშობელი + 2 მომხმარებელი

შექმენით შეუზღუდავი რაოდენობის წიგნები

წიგნის რედაქტორი

გაზიარების პარამეტრები

თქვენი წიგნის ჩამოტვირთვა, როგორც დასაბეჭდი PDF ვერსია

სწავლების მართვის სისტემა - დავალებები, შემდგომი რეაგირება, უკუკავშირი და ჯილდოები

ფასი: 4 ევრო/თვეში
2 ევრო/თვეში დამატებითი მომხმარებლებისთვის

მასწავლებლის პაკეტი
ორ კვირიანი უფასო საცდელი!

შეუზღუდავი კლასები

20-მდე ბავშვის დამატება

სამუშაო ჯგუფის შექმნა

სწავლების მართვის სისტემა- დავალებები, შემდგომი რეაგირება, უკუკავშირი და ჯილდოები

წიგნის რედაქტორი

ინტერაქტიული სამუშაო რვეულები

კლასისა და გლობალური გაზიარების პარამეტრები

თქვენი წიგნის ჩამოტვირთვა, როგორც დასაბეჭდი PDF ვერსია

ფასი: 15 ევრო/თვეში
1 ევრო/თვეში დამატებითი მომხმარებლებისთვის

სკოლები და ინსტიტუტები
ორ კვირიანი უფასო საცდელი!

შეუზღუდავი მომხმარებლები მასწავლებლებისთვის

შეუზღუდავი სტუდენტები

სწავლების მართვის სისტემა- დავალებები, შემდგომი რეაგირება, უკუკავშირი და ჯილდოები

წიგნის რედაქტორი

ინტერაქტიული სამუშაო რვეულები

კლასისა და გლობალური გაზიარების პარამეტრები

თქვენი წიგნის ჩამოტვირთვა, როგორც დასაბეჭდი PDF ვერსია

ტარიფების შესაფასებლად დაგვიკავშირდით

რეკომენდაციები

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენ შევადგინეთ ხშირად დასმული კითხვების სია:

თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ სისტემაში მობილური ტელეფონიდან და შეასრულოთ ყველა მოქმედება, წიგნის რედაქტირების გარდა.

Booksgiant-ი არის cloud-ზე, წიგნში შესრულებული ყველა მოქმედება ინახება ავტომატურად, სანამ მოწყობილობა ქსელშია ჩართული.

ბავშვებს შეუძლიათ დაამატონ თავიანთი სურათები და ილუსტრაციები რედაქტირების გრაფაში ,,ფოტოს ატვირთვა’’-ს ღილაკზე ხელის დაჭერით. ასეთ შემთხვევაში ფაილები შეინახება ცაკლე საქაღალდეში.

ბავშვების წიგნები ინახება სისტემაში და შესაძლებელია მათი მოგვიანებით ნახვა, როგორც წასაკითხად, ასევე დასარედაქტირებლად.

წიგნში, რომელიც ბავშვს გაეგზავნა დავალების სახით შესაძლებელია ცვლილების შეტანა და მასზე უკუკავშირით გამოხმაურება, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ ბავშვის მიერ შექმნილ წიგნში.

Booksgiant-ი ხელს უწყობს ნამუშევრის გაზიარებას. Tab ღილაკზე ხელის დაჭერით ბავშვს შეუძლია წიგნის კლასში ან მის სამუშაო ჯგუფში გაზიარება ან შესაძლებელია ოჯახთან ბმულის გაგზავნაც. ასევე, შეუძლია გაუზიაროს სკოლის დანარჩენ ნაწილს საჯარო ბიბლიოთეკაში, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა წიგნი ღირსეულად მიიჩნია და ბავშვიც იქნება თანახმა.

დაგვიკავშირდით

გაქვთ კითხვები? გსურთ შემოგვიერთდეთ და დაუყოვნებლივ გახსნათ სკოლა? შეავსეთ თქვენი მონაცემები და დაგვიკავშირდით!